вторник, 16 июня 2009 г.

რა არის , ჩემი აზრით , ჩვენი თაობის ყველაზე დიდი პრობლემა


  დღეს საქართველოს ნამდვილად არ უდგას ოქროს ხანა . როგორც ძირითადად ხდება , ქვეყანაში ახლაც ძალიან ბევრი , მასშტაბური პრობლემაა , რომლიდანაც თავის დაღწევას ვერა და ვერ ვახერხებთ . შეიძლება ვინმემ ეს პესიმისტურ მიდგომად ჩათვალოს , მაგრამ , საუბედუროდ , ეს რეალობაა. ჩემი აზრით , ჩვენი თაობის ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა ნარკომანიაა.
  ნარკომანია , არა მარტო საქართველოს , არამედ მთელი კაცობრიობის უდიდესი უბედურებაა . მას აურაცხელი ზიანი მოაქვს არა მარტო ადამიანისათვის პირადად, არამედ საზოგადოებისა და ერისათვის. ამ ზიანის ქვეშ იგულისხმება ერის მომავლის - ახალაგაზრდობის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური დეგრადაცია, გადაგვარება, ფსიქიურად და ფიზიკურად დეფექტურ ბავშვთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრი შემცირება. ეს არის ერთ-ერთი საშიში და ბოროტი სენი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა ამ საუკუნეში მთელს მსოფლიოში.
  საქართველოში ნარკომანიამ ამ ბოლო დროს კატასტროფული მასშტაბები მიიღო. წამალი, რომელიც აკრძალული ხილი იყო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაქრა შიშის სინდრომი და ქართველთა მატრაკვეცული ბუნებიდან, მათი წამხედურობიდან გამომდინარე ვისაც არ ეზარება ყველა ნარკოტიკებით გაბრუებული დაეხეტება აქეთ-იქით. ამ უბედურებამ იმდენად ღრმად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში რომ ახლა წამლის გაყიდვაც კი აღარ ითვლება სირცხვილად, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონითაც კი თავის დროზე დიდად სათაკილო საქმედ იყო მიჩნეული.
  გლობალიზაციის სიომ როგორც ჩანს ამ სამყაროსაც შეურყია საფუძვლები, მოიხსნა ყოველგვარი ტაბუ, განარკომანებული ქურდების ადგილი თანამედროვე დამნაშავეებმა დაიკავეს, რომლებიც ფულის გულისთვის წამალს კი არა საკუთარ დედასაც ადვილად გაყიდიან. და წამლავენ ქართველები ერთმანეთს. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს ყოველდღიურად რამდენი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იოლად გამდიდრების სურვილმა და ელემენტარულმა უნამუსობამ არაერთ ცნობილ ადამიანს დაუბნელა გონება, გასაკუთრებით ე.წ. შოუბიზნესის სფეროში, რომლებმაც თავიანთი ნიჭით მიღებულ შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ჭუჭყიანი ფული არჩიეს. შედეგიც სახეზეა-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია. შედარებისთვის ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს მხოლოდ 170 000 ნარკომანია აღრიცხული. ამას დაუმატეთ რუსეთში, ევროპაში და ამერიკაში გახიზნული ათასობით ქართველი ნარკომანი, რომლებიც ამსტერდამის, პარიზის და ნიუ იორკის ქუჩებში წამალში ალპობენ თავიანთ ახლგაზრდა სიცოცხლეს. ყველაფერ ამას კი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეგუება ქართული საზოგადოება. ქართველი ერი, მისი ახალგაზრდობა დიდი ხანია გადაშენების წინაშე დგას. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომელსაც ვერაფერი დააკლო უთვალავი მტრის შემოსევამ თვითგანადგურების ჟინით ატანილი ნარკომანიის ჯოჯოხეთისკენ მიექნება.
 
ნარკომანია მძიმე სენია , არა თანდაყოლილი , არამედ -შეძენილი . ასე რომ , მისი განკურნების შანსიც არსებობს. ეს სენი უნდა დამარცხდეს თუნდაც იმიტომ რომ , ნარკომანი , წამლის შესაძენი ფულის შოვნისთვის ხდება ტიპიური ავაზაკი . საბოლოო ჯამში, ნარკომანია თვითმკვლელობაა და მეტი არაფერი . ესთემა , სამწუხაროდ , ჩვენს ქვეყანაში არა და არ კარგავს აქტუალურობას . მიუხედავად იმისა , რომ ბოლო ხანებში საზოგადოება ამ პრობლემასთან საბრძოლველად საკმაოდ გააქტიურდა , სტატისტიკა სანუგეშოს კვლავაც ვერაფერს გვამცნობს : ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია , რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი ორი წლით გაახალგაზრდავდა .როცა ეს შედეგები წავიკითხე , გული მომიკვდა . რატომ იღუპავენ თავს ახალგაზრდები და რატომ ღუპავენ სხვებსაც ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია . ამას თვითონაც ვერ აცნობიერებენ . ზოგი ნარკომანი ეძებს გამოსავალს , სურს თავი დააღწიოს ამ საშინელ სენს და თუკი შეგვიძლია , ასეთებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ . 


გამართლებულია თუ არა ევთანაზია

    მედიცინა დღითიდღე ვითარდება და განვითარების სხვადასხვა მაღალ საფეხურს აღწევს. ეს ალბათ კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან ჯანმრთელობა გაუუმჯობესოს მას. თუმცა მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტკივილებისგან იტანჯებიან, მედიცინა კი უძლურია.აღარც მას შეუძლია პაციენტის გადარჩენა და დროებით თუ უყუჩებენ ტკივილებს. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ექიმები და ავადმყოფის ნათესავები ევთანაზიას მიმართავენ.ევთანაზია, ეს არისადამიანის მოკვდინება, მაშინ როცა ის ტკივილებისგან იტანჯება და სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლის. ევთანაზიის დროს ექიმები პაციენტს ან აპარატიდან თიშავენ ან კიდევ მომაკვდინებელ ნემსს უკეთებენ. ხშირად ისმის კითხვა: გამართლებულია თუ არა ევთანაზია? აქვს კი ვინმეს უფლება, ღმერთის გარდა, სიცოცხლე მოუსწრაფოს ადამიანს, თუნდაც ასეთ შემთხვევაში? პირადად ჩემთვის ეს ხერხი მიუღებელია.
  პირველ არგუმენტად მინდა მოვიყვანო ის ფაქტი, რომ იმ ადამიანის ახლობლებს, რომელმაც სწორედ ამ გზით დაასრულა სიცოცხლე, შეიძლება გაუჩნდეთ სინანულის გრძნობა. მათ ყოველთვის დატანჯავთ ის მომენტი, რომ სიცოცხლის ბოლო წამები წაართვეს მათთვის ძვირფას ადამიანს და ეს რათქმაუნდა მათ ფსიქიკაზეც იმოქმედებს. ძალიან ძნელია ყოველ დილას გაიღვიძო იმის ცოდნით რომ ვიღაცის სიკვდილში მიიღე მონაწილეობა, თუნდაც ასეთი გზით.ყოფილა შემთხვევები, როცა სასოწარკვეთილი ადამიანები თვითმკვლელობაზეც კი მიდიან, და ამით თითქოს თავს ისჯიან ჩადენილის გამო.
  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ როდესაც შენ თანხმდები შენი ოჯახის წევრის ევთანაზიაზე, ახლობლებისა და ნაცნობებისგან შეიძლება საყვედური მიიღო, და რაოდენ გამართლებულადაც არ უნდა თვლიდე შენს საქციელს, მათი თითეული უხეშად ნათქვამი სიტყვა და გამოხედვა ძალიან იმოქმედებს შენზე. მათ შიძლება არ აქვთ შენი განკითხვის უფლება, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი შნ გამტყუნებენ და რაღაც არარსებულ ვარაუდებს ამბობენ, იმის მიზეზად თუ რატომ მოიქეცით ასე. ეს საკმაოდ მტკივნეულია და მხოლოდ მაშინ ფიქრდები, რომ იქნებ სულაც არ იყო ევთანაზია საჭირო.
  შემდგომ არგუმენტად მინდა მოვიყვანო რელიგია, რომელიც არ ამართლებს ევთანაზიას. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ სიცოცხლის მიცემის და წართმეცის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს და რა უფლება გაქვს შენ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, სიცოცხლე მოუსწრაფო სხვას. თუკი ადამიანი საავადმყოფოში წევს და ტკივილებისგან იტანჯება, ეს უფლის ნებაა. იქნებ ამით უფალი ცდილობს შანსი მისცეს მომაკვდავს თვითონვე, თავისი ტკივილებით გამოისყიდოს თავისი ცოდვები და ჯოჯოხეთის ნაცვლად, სამოთხეში მოხვდეს. შენი საქციელით კი მას ამაში ხელს შეუშლი და გაწირავ სამუდამო სატანჯველისთვის. და როცა ამას გააცნობიერებ ამას ძალიან ინანებ ჩადენილს.
  თუმცა მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი არგუმენტებისა , მაინც არსებობენ ადამიანები რომლებიც ამართლებენ ევთანაზიას. მათი აზრით სჯობს მალე და უმტკივნეულოდ მოაკვდინო ადამიანი, ვიდრე უყურო თუ როგორ გარდაიცვლება ხანგრძლივი და მძიმე ტკივილებისგან. მათი თქმით , ზოგჯერ თვითონ პაციენტი ითხოვს ევტანაზიას , რათა დროზე გაეცალოს საშინელ ტანჯვას, თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ასეთ შემთხვევაში მომაკვდავი ვერ აცნობიერებს თავისი თხოვნის სიმძიმეს და მნიშვნელობას. ის უბრალოდ ამბობს იმას , რაც იმ წუთში თავში მოსდის, მაგრამ შენ , როგორც უფრო საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქრო, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან შემდგომში. არ შეიძლება უბრალოდ ადგე და შენთვის ძვირფასი ადამიანის სასიკვდილო განაჩენს შენვე მოაწერო ხელი.შეიძლება ძალიან ძნელია უყურო მის ტანჯვას, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია დანაშაულის გრძნობის ტარება მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. 
  დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერ ზემოთთქმულის შედეგად ევთანაზიას მიუღბელ ფაქტად ვთვლი. შეიძლება ბევრი არც მეთანხმება, მაგრამ ჩემიმორალური პრინციპებისა და სარწმუნოების გათვალისწინებით, ეს ყველაზე საშინელია რამეა, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს და მინდა ხაზი გავუსვა , რომ ჩემთვის ეს არანაირად არ განსხვავდება ჩვეულებრივი მკვლელობისგან, რომელიც როგორც ვიცით კანონითაც ისჯება. და თუკი ევთანაზიის შემთხვევაში კონსტიტუციით გათვლილი კანონი არ გსჯის , მორალური ღირებულებები და დაუწერელი ადამიანური კოდექსით აუცილებლად განიკითხები და დაისჯები.  



საერთო სამაგისტრო გამოცდა



  ძალიან მალე მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს ათასობით აბიტურიენტი ჩააბარებს და შემდეგ მოუთმენლად დაელოდება შედეგებს.
მისაღები გამოცდების ამგვარი მოდელი თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა. ისმებოდა უამრავი შეკითხვა, ზოგი კმაყოფილი იყო, ზოგიც კი -პრეტენზიებს გამოთქვამდა და უარყოფითად აფასებდა გამოცდების ამ ახალ, ცენტრალიზებულ მოდელს. Yყოველივე ამის მიუხედავად, 2005 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით ჩაატარა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები .
ახლა კი მაგისტრატურის ჯერიც დადგა, კერძოდ , 2009 წლიდან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ. ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრეზენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩაატარა და იქ შეკრებილ უამრავ სტუდენტს მაგისტარტურაში ჩაბარების ახალი მოდელი გააცნო.
მაშ ასე,
საერთო სამაგისტრო გამოცდა ივლისში, 2 ნაწილად 2 დღის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ჩატარდება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
 - ყველა აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგასაგრძელებლად;
- იმ აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, რომლებიც გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში (2010 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისათვის);
 - საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
რა სახის იქნება ეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და კერძოდ რა მასალის ჩაბარება მოუწევთ სტუდენტებს ?
აკრედიტრებულ უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს მოეთხოვებათ ჩააბარონ:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა, რომელზეც პახუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრ გახლავთ
- გამოცდა სპეციალობაში, რომელსაც თვითონ უმაღლესი სასწავლებელი ჩაატარებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
-წაკითხულის გააზრება-რამდენად შეუძლია აპლიკანტს ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, მოვლენებსა და ფაქტებს
შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ძირითადისა და მეორეხარისხოვნის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისაგან გარჩევა.
-ანალიტიკური წერა-რამდენად შეუძლია მაგისტრობის კანდიდატს ამა თუ იმ თვალსაზრისის ნათლად ჩამოყალიბება, გარკვეული აზრის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოხმობით . 
L-ლოგიკური მსჯელობა- რამდენად ახერხებს აპლიკანტი ამა თუ იმ ურთიერთმიმართებათა სტრუქტურის ამოცნობას და ამ სტრუქტურის შესახებ ლოგიკური დასკვნის გამოტანას, მოცემული არგუმენტის შეფასებას, ანალიზსა და კრიტიკას, ნაწილობრივი ინფორმაციის საფუძველზე მთელის სურათის შექმნასა და ლოგიკური დასკვნის გამოტანას . 
 -რაოდენობრივი მსჯელობა- რამდენად შეუძლია მაგისტრობის კანდიდატს რაოდენობრივი სახით მოწოდებული ინფორმაციის ( ცხრილები, დიაგრამები, მათემატიკური გამონათქვამები) დამუშავება და ანალიზი.
Aაღსანიშნავია, რომ კონკურსანტს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუკი ამ 4 ნაწილიდან 3-ში მაინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. Eეს უკანასკნელი კი, პირველ 3_ში მაქსიმალური ქულის 30 %-ს , ხოლო მე-4-ში 25 % -ს შეადგენს. Aაპლიკანტს თავისი ქულის შენახვა 3 წლის განმავლობაში შეეძლება.
Aახლა კი, რაც შეეხება გრანტს.
მაგისტრანტობის კანდიდატი მონაწილეობს 2 კონკურსში :
ჩარიცხვა სამაგისტრო პროგრამებზე და სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე.
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 000000 ლარს შეადგენს. იგი გაიცემა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტარტურის პროგრამის საფასურის ოდენობით, არაუმეტეს 2250 ლარისა.
აღნიშნული თანხა განაწილდება შემდეგნაირად :
10 %-ს მიიღებენ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე კონკურსანტები.
40 % თანაბრად გადანაწილდება მიმართულებების მიხედვით _ საბუნებისმეტყველო,საინჟინრო,ჰუმანიტარული, განათლება დაპედაგოგიკა,სოციალური, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, ხელოვნება, ჯანდაცვა, ბიზესი და ეკოომიკა, სამართალი.
  50% გადანაწილდება პრიორიტეტული სპეციალობების მიხედვით :
საბუნებისმეტყველო- 10 , საინჟინრო-9 , ჰუმანიტარული-8, სოციალური-7, განათლება დაპედაგოგიკა-6, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები-4, აგრარული- 2,5, ხელოვნება-2 , ჯანდაცვა 1,5 , ბიზნესი და ეკონომიკა- 0, სამართალი- 0 .
როგორც ვნახეთ, ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ინოვაციას წარმოადგენს ჩვენს საგანმამათლებლო სივრცეში, მისი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე , მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა .
რას ფიქრობენ ამაზე თავად მაგისტრანტობის კანდიდატები ? ისინი ხომ პირველები არიან, შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ნერვიულობენ.
გამოცდებისEეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე :
თამუნა, 22 წლის : ეს ნამდვილად სიახლეა ჩვენთვის, წელს ვაბარებ და , ცოტა არ იყოს , ვნერვიულობ , უნარების გამოცდა ერთხელ უკვე ჩავაბარე მისაღებ გამოცდებზე ,ამიტომაც , ვფიქრობ , არ უნდა გამიჭირდეს. თანაც დიდი სურვილი მაქვს საუკეთესო 10 %-ში მოვხვდე , ვნახოთ !
Nნინო, 23 წლის :
Mმე მისაღებ გამოცდებზე უნარების გამოცდა არ ჩამიბარებია , 2003 ში ჩავირიცხე, ამიტომაც , ეს სტრუქტურა ჩემთვის სიახლეა. გამოცდებისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ვემზადები , წინ ცხელი ზაფხული და შემოდგომა გველოდება.



1983 წლის 17 ნოემბერი


 1983 წლის 17 ნოემბერს რესტორან “ქალაქურში” ახალგაზრდები გეგა კობახიძისა და თინათინ ფეტვიაშვილის დაქორწინებას ზეიმობდნენ.წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის თანამშრომელი: ანა ვარსიმაშვილი,რომელიც სწორედ მეორე დგეს მორიგეობდა.
 18 ნოემბერს ანა ვარსიმაშვილის ხელშწყობით,სქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან:დავით მიქაბერიძესათან,სოსო წერეთელთან,ეკა შალუტაშვილსა და ანანო მელიავასთან ერთად “ინტურისტის”სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს. ძმები: კახა და პაატა ივერიელები,ასევე გია ტაბიძე ”კანონიერი” გზით შუერთდნენ დანარჩენებს თვითმფრინავში.
 თვითმპრინავი “ტუ-134”თბილისის აეროპორტიდან მოსკოვის დროით 15:43 სთ-ზე აფრინდა,რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი:თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი თვითმფრინავში 58 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი,რომელსაც ხელში ყუმბარა ეჭირა წამოდგა და გამოაცხადა რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს,წინააგმდეგ შემთხვევაში მგზავრებს სიკვდილი ემუქრებოდა.შემდგომში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ისინი აგჭურვილნი იყვნენ ”ტტ” ტიპის 2 პისტოლეტით, “ნაგანისა”და “რეესტერის” ტიპის 2 რევოლვერით და ასევე 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით.
 Kკახა ივერიელი,გია ტაბიძეE და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში შეცვივდნენ:კახა ივერიელმა, პილოტ გარდაფხაძეს იარაგი დაადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ “აშშ-ს” სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა.შეირაგებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა გასოიანმა ზედმეტად იყოჩაგა და ცეცხლი გახსნა..მან მოკლა ტაბიძე,ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაიჭრა,ეს უკანასკნელი მოგვიანებით სისხლით დაიცალა.თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს…..ეკიპაჟის წევრთაგან დაიგუპა ბორტმექანიკოსი ჭედია,ბორტგამყოლი კურტოვა,დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი.ასევე მგზავრებიდან გარდაიცვალა ვინმე აბოიანი,17 მგზავრმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიგო.თავდასხმელთა ჯგუფის წევრმა დავთ მიქაბერიძემ თავი მოიკლა.
როდესაც თვითმპრინავი დაეშვა აგმოჩნდა, რომ პილოტმა ის ისევ თბილისის აეროპორტში დასვა.იქ მათ ელოდებოდათ სპეცრაზმი ,მათ ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავს.ამ დროს დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა ერთი,თვთმფრინავის კორპუსზე 108 ნატყვიარი დაფიქსირდა.
 სპეცოპერაცია დასრულდა:კახა ივერიელი,პაატა ივერიელი,გეგა კობახიძეE და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მოგვიანებით ფეტვიაშვილს 14 წლით თავისუფლების აგკვეთა მიესაჯა,ხოლო დანარჩენებს სასჯელის უმაგლესი ზომა-დახვრეტა.დახვრტილებს შორის იყო კიდევ ერთი პიროვნება რომელიც ფიგურირებდა ამ საქმეში,ეს იყო სასულიერო პირი,მამა-თეოდორე,იგივე თეიმურაზ ჩიხლაძეიგი 1983 წლის 2 თებერვალს ის აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისთვის და სასამართლოში მისცეს.შემდგომ კი ისიც დანარჩენებივით დახვრიტეს.”კგბ-ს”მიერ გავრცელებული ინფორმაციიტ დაისაჯა ანა ვარსიმაშვილიც.1984 წლის 3 ოქტომბერს,17:05 სთ-ზე,სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილიმათი შეწყალება არ მოხდა რადგან იმდროინდელი ხელისუფლების წევრებმა ვერ შეწირეს საკუთარი თანამდებობები,იდეალისტი ახალგაზრდების გადარჩენას,მაგრამ აგსანიშნავია ის ფაქტი რომ მოსამართლე გერსამია ძალიან განიცდიდა და ნანობდა …გამოტანილ განაჩენს,მისი ოჯხის წევრები სწორედ ამ დარდს ასახელებენ მის ავად გახდომისა და გარდაცვალების მიზეზად.