вторник, 16 июня 2009 г.

საერთო სამაგისტრო გამოცდა



  ძალიან მალე მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს ათასობით აბიტურიენტი ჩააბარებს და შემდეგ მოუთმენლად დაელოდება შედეგებს.
მისაღები გამოცდების ამგვარი მოდელი თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა. ისმებოდა უამრავი შეკითხვა, ზოგი კმაყოფილი იყო, ზოგიც კი -პრეტენზიებს გამოთქვამდა და უარყოფითად აფასებდა გამოცდების ამ ახალ, ცენტრალიზებულ მოდელს. Yყოველივე ამის მიუხედავად, 2005 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით ჩაატარა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები .
ახლა კი მაგისტრატურის ჯერიც დადგა, კერძოდ , 2009 წლიდან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ. ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრეზენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩაატარა და იქ შეკრებილ უამრავ სტუდენტს მაგისტარტურაში ჩაბარების ახალი მოდელი გააცნო.
მაშ ასე,
საერთო სამაგისტრო გამოცდა ივლისში, 2 ნაწილად 2 დღის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ჩატარდება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
 - ყველა აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგასაგრძელებლად;
- იმ აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, რომლებიც გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში (2010 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისათვის);
 - საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
რა სახის იქნება ეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და კერძოდ რა მასალის ჩაბარება მოუწევთ სტუდენტებს ?
აკრედიტრებულ უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს მოეთხოვებათ ჩააბარონ:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა, რომელზეც პახუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრ გახლავთ
- გამოცდა სპეციალობაში, რომელსაც თვითონ უმაღლესი სასწავლებელი ჩაატარებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
-წაკითხულის გააზრება-რამდენად შეუძლია აპლიკანტს ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, მოვლენებსა და ფაქტებს
შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ძირითადისა და მეორეხარისხოვნის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისაგან გარჩევა.
-ანალიტიკური წერა-რამდენად შეუძლია მაგისტრობის კანდიდატს ამა თუ იმ თვალსაზრისის ნათლად ჩამოყალიბება, გარკვეული აზრის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოხმობით . 
L-ლოგიკური მსჯელობა- რამდენად ახერხებს აპლიკანტი ამა თუ იმ ურთიერთმიმართებათა სტრუქტურის ამოცნობას და ამ სტრუქტურის შესახებ ლოგიკური დასკვნის გამოტანას, მოცემული არგუმენტის შეფასებას, ანალიზსა და კრიტიკას, ნაწილობრივი ინფორმაციის საფუძველზე მთელის სურათის შექმნასა და ლოგიკური დასკვნის გამოტანას . 
 -რაოდენობრივი მსჯელობა- რამდენად შეუძლია მაგისტრობის კანდიდატს რაოდენობრივი სახით მოწოდებული ინფორმაციის ( ცხრილები, დიაგრამები, მათემატიკური გამონათქვამები) დამუშავება და ანალიზი.
Aაღსანიშნავია, რომ კონკურსანტს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუკი ამ 4 ნაწილიდან 3-ში მაინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. Eეს უკანასკნელი კი, პირველ 3_ში მაქსიმალური ქულის 30 %-ს , ხოლო მე-4-ში 25 % -ს შეადგენს. Aაპლიკანტს თავისი ქულის შენახვა 3 წლის განმავლობაში შეეძლება.
Aახლა კი, რაც შეეხება გრანტს.
მაგისტრანტობის კანდიდატი მონაწილეობს 2 კონკურსში :
ჩარიცხვა სამაგისტრო პროგრამებზე და სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე.
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 000000 ლარს შეადგენს. იგი გაიცემა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტარტურის პროგრამის საფასურის ოდენობით, არაუმეტეს 2250 ლარისა.
აღნიშნული თანხა განაწილდება შემდეგნაირად :
10 %-ს მიიღებენ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე კონკურსანტები.
40 % თანაბრად გადანაწილდება მიმართულებების მიხედვით _ საბუნებისმეტყველო,საინჟინრო,ჰუმანიტარული, განათლება დაპედაგოგიკა,სოციალური, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, ხელოვნება, ჯანდაცვა, ბიზესი და ეკოომიკა, სამართალი.
  50% გადანაწილდება პრიორიტეტული სპეციალობების მიხედვით :
საბუნებისმეტყველო- 10 , საინჟინრო-9 , ჰუმანიტარული-8, სოციალური-7, განათლება დაპედაგოგიკა-6, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები-4, აგრარული- 2,5, ხელოვნება-2 , ჯანდაცვა 1,5 , ბიზნესი და ეკონომიკა- 0, სამართალი- 0 .
როგორც ვნახეთ, ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ინოვაციას წარმოადგენს ჩვენს საგანმამათლებლო სივრცეში, მისი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე , მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა .
რას ფიქრობენ ამაზე თავად მაგისტრანტობის კანდიდატები ? ისინი ხომ პირველები არიან, შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ნერვიულობენ.
გამოცდებისEეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე :
თამუნა, 22 წლის : ეს ნამდვილად სიახლეა ჩვენთვის, წელს ვაბარებ და , ცოტა არ იყოს , ვნერვიულობ , უნარების გამოცდა ერთხელ უკვე ჩავაბარე მისაღებ გამოცდებზე ,ამიტომაც , ვფიქრობ , არ უნდა გამიჭირდეს. თანაც დიდი სურვილი მაქვს საუკეთესო 10 %-ში მოვხვდე , ვნახოთ !
Nნინო, 23 წლის :
Mმე მისაღებ გამოცდებზე უნარების გამოცდა არ ჩამიბარებია , 2003 ში ჩავირიცხე, ამიტომაც , ეს სტრუქტურა ჩემთვის სიახლეა. გამოცდებისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ვემზადები , წინ ცხელი ზაფხული და შემოდგომა გველოდება.



Комментариев нет:

Отправить комментарий