вторник, 16 июня 2009 г.

გამართლებულია თუ არა ევთანაზია

    მედიცინა დღითიდღე ვითარდება და განვითარების სხვადასხვა მაღალ საფეხურს აღწევს. ეს ალბათ კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან ჯანმრთელობა გაუუმჯობესოს მას. თუმცა მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტკივილებისგან იტანჯებიან, მედიცინა კი უძლურია.აღარც მას შეუძლია პაციენტის გადარჩენა და დროებით თუ უყუჩებენ ტკივილებს. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ექიმები და ავადმყოფის ნათესავები ევთანაზიას მიმართავენ.ევთანაზია, ეს არისადამიანის მოკვდინება, მაშინ როცა ის ტკივილებისგან იტანჯება და სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლის. ევთანაზიის დროს ექიმები პაციენტს ან აპარატიდან თიშავენ ან კიდევ მომაკვდინებელ ნემსს უკეთებენ. ხშირად ისმის კითხვა: გამართლებულია თუ არა ევთანაზია? აქვს კი ვინმეს უფლება, ღმერთის გარდა, სიცოცხლე მოუსწრაფოს ადამიანს, თუნდაც ასეთ შემთხვევაში? პირადად ჩემთვის ეს ხერხი მიუღებელია.
  პირველ არგუმენტად მინდა მოვიყვანო ის ფაქტი, რომ იმ ადამიანის ახლობლებს, რომელმაც სწორედ ამ გზით დაასრულა სიცოცხლე, შეიძლება გაუჩნდეთ სინანულის გრძნობა. მათ ყოველთვის დატანჯავთ ის მომენტი, რომ სიცოცხლის ბოლო წამები წაართვეს მათთვის ძვირფას ადამიანს და ეს რათქმაუნდა მათ ფსიქიკაზეც იმოქმედებს. ძალიან ძნელია ყოველ დილას გაიღვიძო იმის ცოდნით რომ ვიღაცის სიკვდილში მიიღე მონაწილეობა, თუნდაც ასეთი გზით.ყოფილა შემთხვევები, როცა სასოწარკვეთილი ადამიანები თვითმკვლელობაზეც კი მიდიან, და ამით თითქოს თავს ისჯიან ჩადენილის გამო.
  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ როდესაც შენ თანხმდები შენი ოჯახის წევრის ევთანაზიაზე, ახლობლებისა და ნაცნობებისგან შეიძლება საყვედური მიიღო, და რაოდენ გამართლებულადაც არ უნდა თვლიდე შენს საქციელს, მათი თითეული უხეშად ნათქვამი სიტყვა და გამოხედვა ძალიან იმოქმედებს შენზე. მათ შიძლება არ აქვთ შენი განკითხვის უფლება, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი შნ გამტყუნებენ და რაღაც არარსებულ ვარაუდებს ამბობენ, იმის მიზეზად თუ რატომ მოიქეცით ასე. ეს საკმაოდ მტკივნეულია და მხოლოდ მაშინ ფიქრდები, რომ იქნებ სულაც არ იყო ევთანაზია საჭირო.
  შემდგომ არგუმენტად მინდა მოვიყვანო რელიგია, რომელიც არ ამართლებს ევთანაზიას. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ სიცოცხლის მიცემის და წართმეცის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს და რა უფლება გაქვს შენ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, სიცოცხლე მოუსწრაფო სხვას. თუკი ადამიანი საავადმყოფოში წევს და ტკივილებისგან იტანჯება, ეს უფლის ნებაა. იქნებ ამით უფალი ცდილობს შანსი მისცეს მომაკვდავს თვითონვე, თავისი ტკივილებით გამოისყიდოს თავისი ცოდვები და ჯოჯოხეთის ნაცვლად, სამოთხეში მოხვდეს. შენი საქციელით კი მას ამაში ხელს შეუშლი და გაწირავ სამუდამო სატანჯველისთვის. და როცა ამას გააცნობიერებ ამას ძალიან ინანებ ჩადენილს.
  თუმცა მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი არგუმენტებისა , მაინც არსებობენ ადამიანები რომლებიც ამართლებენ ევთანაზიას. მათი აზრით სჯობს მალე და უმტკივნეულოდ მოაკვდინო ადამიანი, ვიდრე უყურო თუ როგორ გარდაიცვლება ხანგრძლივი და მძიმე ტკივილებისგან. მათი თქმით , ზოგჯერ თვითონ პაციენტი ითხოვს ევტანაზიას , რათა დროზე გაეცალოს საშინელ ტანჯვას, თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ასეთ შემთხვევაში მომაკვდავი ვერ აცნობიერებს თავისი თხოვნის სიმძიმეს და მნიშვნელობას. ის უბრალოდ ამბობს იმას , რაც იმ წუთში თავში მოსდის, მაგრამ შენ , როგორც უფრო საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქრო, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან შემდგომში. არ შეიძლება უბრალოდ ადგე და შენთვის ძვირფასი ადამიანის სასიკვდილო განაჩენს შენვე მოაწერო ხელი.შეიძლება ძალიან ძნელია უყურო მის ტანჯვას, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია დანაშაულის გრძნობის ტარება მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. 
  დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერ ზემოთთქმულის შედეგად ევთანაზიას მიუღბელ ფაქტად ვთვლი. შეიძლება ბევრი არც მეთანხმება, მაგრამ ჩემიმორალური პრინციპებისა და სარწმუნოების გათვალისწინებით, ეს ყველაზე საშინელია რამეა, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს და მინდა ხაზი გავუსვა , რომ ჩემთვის ეს არანაირად არ განსხვავდება ჩვეულებრივი მკვლელობისგან, რომელიც როგორც ვიცით კანონითაც ისჯება. და თუკი ევთანაზიის შემთხვევაში კონსტიტუციით გათვლილი კანონი არ გსჯის , მორალური ღირებულებები და დაუწერელი ადამიანური კოდექსით აუცილებლად განიკითხები და დაისჯები.  



1 комментарий: